ნაციონალური მოძრაობა მაშველ რგოლად ისევ რუსეთს იყენებს
კრიზისის დროს სააკაშვილის გუნდი ხან გავრილოვს იხსენებს, ხან ნარიშკინს და ახლა უკვე ამერიკის მიერ ძებნილ კრიმინალს, რომლისთვისაც რუსეთი „დიადი ქვეყანაა“. ცოტა ხნის წინ გავრილოვი სწორედ ნაცმოძრაობის ტელეარხების თითქმის ყოველდღიური რესპონდენტი იყო, მათგან ისმოდა დაზვერვის სამსახურის უფროსის, ნარიშკინის ნარატივი, რომ, თითქოს, ამერიკაში ქართული ოცნების მიმართ უკმაყოფილება იზრდება. ამჯერად კი ის პერსონაჟი გამოჩნდა, რომელიც 13 წლის წინ ივანიშვილების წინააღმდეგ, ანალოგიურ ისტორიებს ჰყვებოდა
