რვა თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მამას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს . ტრაგიკული შემთხვევა გურჯაანში ცხრა მარტს მოხდა. შსს-ს ცნობით, ცოლ- ქმარს შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების დროს მამაკაცმა მეუღლეს ლითონის ღუმელი ესროლა. 8 თვის ბავშვმა კი, რომელიც ამ დროს დედას ხელში ჰყავდა, გონება დაკარგა და გარდაიცვალა
