პრეზიდენტმა ქორეოგრაფი გიორგი ალექსიძე გარდაცვალების შემდეგ ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოში ნეო კლასიკური და თანამედროვე ბალეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართული საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციისა და ქვეყნის წინაშე ღვაწლისათვის, პრეზიდენტმა ქორეოგრაფი გიორგი ალექსიძე, გარდაცვალების შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო მის მეუღლეს, მარინა ალექსიძეს გადაეცა
