რვა თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მამის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება
აღკვეთის ღონისძიების რა ფორმას გამოიყენებენ ბრალდებულის წინააღმდეგ ამას მოსამართლე გადაწყვეტს. ადვოკატი ამბობს რომ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით მამაკაცმა გურჯაანში ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 8 თვის ბავშვმა კი, რომელიც ამ დროს დედას ხელში ჰყავდა, გონება დაკარგა და გარდაიცვალა
