ევროპული ღირებულებების დაცვით ხედავს საქართველოს ადგილს შარლ მიშელი დიდ ევროპულ ოჯახში
ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებულ სპეციალურ წერილში მიშელი გაოგნებულია ინფორმაციით, თითქოს ევროპა სოლიდარულად არ მოქმედებს. მისი განცხადებით, კორონავირუსული ინფექციისგან ყველა დაცული იქნება მაშინ, როცა დაცული იქნება თითოეული რეგიონი. „ ევროკავშირმა წინასწარ შეუკვეთა ორ მილიარდზე მეტი დოზა, ორჯერ მეტი, ვიდრე საჭიროა მისი მოსახლეობის ვაქცინაციისთვის. ზედმეტი დოზები, რომელსაც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და მსოფლიოს რეგიონებს მივცემთ, რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გახდის შესაძლებელს. უფრო მეტიც, ევროპა აქტიურად შეუწყობს ხელს თავის ღირებულებებს კონკრეტული და ძლიერი ქმედებების საშუალებით, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სტრატეგიული კავშირი გვაქვს, მაგალითად, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ აღნიშნავს შარლ მიშელი
