მოლაპარაკებების პროცესში კრისტიან დანიელსონის მედიატორად დანიშვნას მიესალმება პრეზიდენტი.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს. ვციტირებ „ ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროპა საქართველოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მუშაობას განაგრძობს “ აღნიშნავს პრეზიდენტი . ზურაბიშვილი ორივე მხარეს მოუწოდებს, ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენონ და დეპოლარიზაციის მისაღწევად იმუშაონ
