შარლ მიშელის ნდობით აღჭურვილი კრისტიან დანიელსონი მისიის შესრულებას სავარუდოდ ხვალიდან დაიწყებს
დიპლომატმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება უნდა განმუხტოს , რომელიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა. პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები დიალოგის ფარგლებში განხილავენ იმ საკითხებს , რომლის შესახებაც ორ მარტს ოპოზიციამ და პრემიერმა შარლ მიშელის თანდასწრებით ათონელის რეზიდენციაში იმსჯელეს. სწორედ ამ მოლაპარაკებების შედეგი უნდა ჩაიტანოს 16 მარტს პრემიერ მინისტრმა ბრიუსელში , სადაც ასოცირების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. ამ მნიშვნელოვან სხდომამდე ევროპელი კანონმდებლების მხრიდან იყო მოწოდება, რომ ორივე მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანოს კომპრომისზე შეთანხმებაში და „ თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან“
