შარლ მიშელის მიერ დანიშნული მედიატორი კრისტიან დანიელსონი თბილისისკენ უკვე გამოემგზავრა
ევროპარლამენტში კი საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ევრო-პარლამენტარებმა მხარეებს დიალოგის დაწყების აუცილებლობა კიდევ ერთხელ შეახსენეს. მათი თქმით, კომპრომისის მიღწევაში წვლილი ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეიტანოს. ეს გზავნილები თბილისში პოლიტიკურმა ძალებმა განსხვავებულად, საკუთარი პოლიტიკური ხედვის შესაბამისად შეაფასეს
