„ლიბერთი ბანკი“ მცირე საოჯახო სახლებისა და თავშესაფრების მხარდაჭერას განაგრძობს
ბანკსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შორის მემორანდუმის გაგრძელებას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც ბანკი ქვეყნის მასშტაბით არსებული, 54 მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრის კომუნალურ ხარჯებს მთელი წლის განმავლობაში აანაზღაურებს. 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 278 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 56 შშმ პირია. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში კი ყოველდღიურ მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები 168 ბავშვი იღებს. ლიბერთი ბანკი უკვე ოთხ წელზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფინანსურ დამხარებას უწევს, პროექტი კი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში ხორციელდება
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
