შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება
შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი თბილისში უახლოეს პერიოდში ჩამოვა. ოპოზიციაში აცხადებენ , რომ ახლა მთავარია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მოლაპარაკებებს კონკრეტული შედეგი მოყვეს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ მზად არიან კომპრომისისთვის, თუმცა არ ცვლიან ულტიმატუმის რიტორიკას. სახელისუფლებო გუნდი მადლობას უხდის შარლ მიშელს პროცესში აქტიური ჩართვისთვის. ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ამ დონის ჩართულობა ნიშნავს, რომ ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, რომ რამე ფორმით ჩაეშალათ მოლაპარაკებები გამოირიცხება
