ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში საქველმოქმედო ტელე-მარათონი გაიმართება
ღონისძიების მთავარი მიზანი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარებაა. მაყურებელს საშუალება ეძლევა გადაცემა „ავტოგრაფის“ ფორმატში, პირდაპირი ეთერის დროს , ორი საათის განმავლობაში „სოლიდარობის ფონდში“ თანხა გადარიცხოს ან სატელეფონო ფასიანი ზარი განახორციელოს. საქველმოქმედო გადაცემას იმედის მაყურებელი კვირას, პირდაპირ ეთერში ნახავს.
