რამდენად უსაფრთხოა „ნამახვანჰესის“ პროექტი, რა გავლენას იქონიებს გარემოზე და რა ტიპის კვლევები ჩატარდა
ახალ ენერგოობიექტთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა მთავრობის მეთაურის დავალებით მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა და მსგავსი პროექტები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პარალელურად, მინისტრებმა „ნამახვან ჰესის“ ინვესტორი კომპანიისგან, მოითხოვეს უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალკვალიფიციურ, მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად. ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის ირგვლივ არსებულ კითხვებს, მთავრობის წევრები მსგავს ფორმატში მომავალშიც უპასუხებენ.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
