თბილისის სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა დაიწყო
განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ინიციატივის მიხედვით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 ათასი ლარით, ხოლო ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 ათას ლარს შეადგენს.
