ვაშინგტონმა რუსეთს ალექსეი ნავალნის ქიმიური აგენტი ნოვიჩოკით მოწამვლის გამო სანქციები დაუწესა
შტატები მოსკოვს ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს და აღარც კრედიტებს მისცემს. ბაიდენის ადმინისტრაციის შეზღუდვები 7 რუს მაღალჩინოსანსაც შეეხო, ასევე ქიმიური ელემენტებისა და იარაღის მწარმოებელ 14 კომპანიას. მოსკოვში აცხადებენ რომ ვაშინგტონი ცეცხლს ეთამაშება.
