ნამახვანჰესის მშენებლობის ირგვლივ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი არ წყდება
ნამახვანჰესის შესახებ, კვირის ბოლოს, დარგობრივი და გარემოს დაცვის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ეკონომიკურ გუნდს მოუსმენენ. მინისტრთა კაბინეტის წევრების მიზანი კანონმდებლებისა და მოსახლეობისთვის იმის ახსნა იქნება, თუ რა საჭიროებიდან გამომდინარეობს ახალი ჰესის მშენებლობა.
