დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას ხვდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით, ანკარაში იმყოფება. დიპლომატებს შორის განხილვის მთავარი თემები ორი ქვეყნის ურთიერთობა და ნატოში გაწევრიანების კუთხით , თურქეთის მხარდაჭერაა. პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრის შემდეგ მინისტრები მედიისთვის განცხადებებსაც გააკეთებენ. იქამდე განსახილველ თემებზე ქართველმა დიპლომატმა ქართულ მედიასთან ისაუბრა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია სამს პლიუს სამის ფორმატთან დაკავშირებით
