საარჩევნო კოდექსის პროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა
ის, რასაც ქუჩაში მყოფი ოპოზიცია ამ დრომდე ითხოვს, პარლამენტმა მათ გარეშე მოამზადა. საარჩევნო რეფორმის კანონპროექტს ოპოზიციონერი დეპუტატებიც რევოლუციურს უწოდებენ. მასზე ყველა მხარემ იმუშავა, მათ შორის მესამე სექტორმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ცვლილებებზე მუდმივად მოლაპარაკე პოლიტიკოსები კი, ისევ მხოლოდ მოთხოვნებს აყენებენ. თუ ამ დამოკიდებეულებას არ შეცვლიან, ე.წ. პატარა პარტიები შემდეგ არჩევნებზე შანსს კიდევ უფრო მეტად დაკარგავენ.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
