19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება
ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას კითხულობს, ამის შემდეგ ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ და მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა. არ არის გამორიცხული მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე ბიძინა სტურუამ, გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს
