1 წელი კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან
26 თებერვალი, დღე, როდესაც კოვიდ 19-მა საქართველოში ყველაფერი შეცვალა. ზუსტად ერთი წლის წინ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების რუკაზე მოინიშნა. მთავრობამ პირველი ინფიცირებულის გამოვლენიდან მალევე სპეციალური საკოორდინაციო საბჭო შექმნა, რომელსაც მაშინდელი პრემიერ მინისტრი ჩაუდგა სათავეში. საქართველოს ხელისუფლებამ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით პანდემიასთან ეფექტიანად ბრძოლისთვის დადებითი საერთაშორისო შეფასება არაერთხელ დაიმსახურა. ქვეყნის წარმატებულ სტრატეგიაზე მსოფლიო პრესაც წერდა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთი ქაშაკაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
