მიხეილ სარჯველაძე: არ მაქვს დიდი იმედი, რომ ოპოზიციის ლიდერებს ეყოფათ კეთილგონიერება, დაიცვან კანონმდებლობა
ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს აღმოაჩნდა საკმაოდ დიდი გავლენა მთელ ოპოზიციურ სპექტრზე და ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დესტაბილიზაცია და ქაოსი შექმნან ქვეყანაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოპოზიციის ლიდერებს ეყოფათ კეთილგონიერება, დაიცვან მოქმედი კანონმდებლობა, ამიტომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მიმდინარე მოვლენებს სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ. „ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს აღმოაჩნდა საკმაოდ დიდი გავლენა მთელ ოპოზიციურ სპექტრზე და ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დესტაბილიზაცია და ქაოსი შექმნან ქვეყანაში. ეს არის ის, რასაც ვხედავთ ახლა ქუჩაში. რა თქმა უნდა, ოპოზიციას აქვს უფლება, ნებისმიერი კანონიერი ფორმით გამოხატოს თავისი პროტესტი. ასე მუშაობს დემოკრატია, მაგრამ მე არ მაქვს დიდი იმედი, რომ ოპოზიციის ლიდერებს ეყოფათ კეთილგონიერება, დაიცვან მოქმედი კანონმდებლობა. ამიტომ მოვუწოდებ სამართალდამცველებს, ყურადღება მიაქციონ მიმდინარე პროცესებს“, - განაცხადა სარჯველაძემ. ოპოზიციამ საპროტესტო აქციას მართავს, მათი მოთხოვნები ცნობილია.