შეხვედრა სტუდენტებთან
თეა ახვლედიანი დევნილ და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა. ,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გამყოფ ხაზთან მცხოვრებ და დევნილ სტუდენტებს შეხვდა და მოწვეულ ისტორიკოს ჯაბა სამუშიასთან ერთად საბჭოთა და მიმდინარე ოკუპაციის შესახებ დისკუსია-სემინარი გამართა.
