პრემიერის განცხადება
ირაკლი ღარიბაშვილი პანდემიასთან ბრძოლაში, ხელისუფლების, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების დამსახურებას აღნიშნავს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და რეგულაციების უმეტესობა შემსუბუქდა, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, საბოლოოდ დავძლიოთ ეს გამოწვევა“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
