გამამართლებელი განაჩენი
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის, ზვიად კვარაცხელიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. საგამოძიებო უწყება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვას ედავებოდა, რის შედეგადაც საქალაქო სასამართლოს 2007 წლის განაჩენით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ხელახალი გამოძიების ფარგლებში კი დადგინდა, რომ კვარაცხელიამ სასჯელი უკანონოდ მოიხადა და მის დაკავებას შესაძლოა ჰქონოდა სამართალდამცველთა მხრიდან მიზანმიმართული დაინტერესება
