აქციის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
შსს-ს ინფორმაციით, პირველი საათიდან დროებით შეიზღუდა გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე. უშუალოდ მსვლელობის დროს კი ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ქუჩებზე.
