ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება
ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით, მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე, ერთ საათში დაიწყება. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის საპატიმროდან გამოშვების გარდა, უცვლელ მოთხოვნებად რჩება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და გიორგი რურუას გათავისუფლება.
