ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და საქმის სამართლიანი განხილვის პირველი პუნქტის დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება მომჩივან ვერა მჭედლიშვილის საჩივარს 2011 წელს სააპელაციო სამართალწარმოების დროს მის მიმართ ზეპირი მოსმენის უფლების დარღვევის თაობაზე, კერძოდ, 2010 წლის 18 მარტს პოლიციამ ის დააკავა ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის გამო. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღმოჩენილი აბები არ შეიცავდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს. რამდენიმე თვეში ეს ქალბატონი ისევ დააკავეს, თუმცა ბტრალდებული ამტკიებდა, რომ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანასთან კავშირი არ ჰქონია, ეს გარემოებები სასამართლოს ყველა ინსტანციამ განხილვის გარეშე დატოვა. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე დარღვევა დაადგინა.
