შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი
კოვიდშეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი დღეს დაიწყო. თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის დიდ ქალაქებში მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურება. ორ დღეში კი ფუნქციონირებას განაახლებს საქართველოს რკინიგზაც. 1-ლი მარტიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიც გაიხსნება. რაც შეეხება რესტორნებს, კვების ობიექტების შიდა სივრცეები სტუმრების მიღებას პირველი მარტიდან მხოლოდ ბათუმში შეძლებენ, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან. 15 მარტიდან იხსნება სპორტული დარბაზები.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
