„სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მზად არის
„სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მზად არის. თბილისის მერიამ პარლამენტს უკვე მიმართა. ამნისტია შეეხება ყველა ტიპის ნებართვის მქონე მშენებლობას, რომელიც 2020 წლის 18 აგვისტომდეა დასრულებული. ამნისტიის გარდა, საკანონმდებლო პაკეტში ასევე შეტანილია მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები. ახალი რეგულაცია გარკვეულ დარღვევებზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
