ალიევის მილოცვა ირაკლი ღარიბაშვილს
ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს აზერბაიჯანის პრეზიდენტიც. ილჰამ ალიევი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე საუბრობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებაზე ამახვილებს ყურადღებას.
