საარჩევნო რეფორმა - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფი დღეს მეოთხე სხდომას მართავს, სადაც ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა შეთანხმდნენ. დღევანდელ სხდომას არ ესწრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ამის მიზეზად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება დასახელდა, საიამ სხდომის გადადება მოითხოვა.
