არსებობს თუ არა დიალოგის რესურსი, უცვლელი პოზიციების ფონზე?
არსებობს თუ არა დიალოგის რესურსი, უცვლელი პოზიციების ფონზე? დღეს ყველა პოლიტიკური მხარე გამოსავლის ერთადერთ გზად ასახელებს მოლაპარაკებას. ეს არის საკითხი რაზეც არის კონსესუსი, თუმცა ის რაც განხილვის საგანი უნდა იყოს, მხარეებისთვის წითელ ხაზად რჩება. ოპოზიცია ნიკა მელიას გარეშე მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს, ითხოვს ხელახალ არჩევნებს და გიორგი რურუას გათავისუფლებას. ეს მოთხოვნები შეუსრულებელ პირობებად რჩება ქართული ოცნებისთვის.
