ასი წელი რუსული საბჭოთა ოკუპაციიდან
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. კოჯორ-ტაბახმელასთან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრები და იუნკერები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტის ეზოში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
