ნიკა მელიას დაკავებიდან მალევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „ქართული ოცნების“ კომპიუტერულ ინფრასტუქტურაზე კიბერშეტევა განხორციელდა
ძალოვანი უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა რამდენიმე ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა ოპერატიული მოქმედებების შედეგად, შეტევა აღიკვეთა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ამ დანაშაულის უკან ის ძალა დგას, ვინც ხელს უწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გეგმას.
