ლიეტუველი დეპუტატის განცხადება - მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასება
არაკორექტული, ანგაჟირებული განცხადება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმიდან არის ნათქვამი - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის სიტყვებს, რომელიც საქართველოში სამი დღის წინ ჩამოვიდა და პირველივე დღეს სოლიდარობის გამოცხადების მიზნით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა. „თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? - განსაკუთრებული კრიტიკა ჟიგიმანტას პავილიონისის ამ ფრაზამ გამოიწვია, რომელსაც ნაციონალურ მოძრაობაში მხოლოდ ტექნიკური შეცდომა უწოდეს.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
