მინისტრობის კანდიდატების მოსმენა
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დილიდან ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ. კანონმდებლები მომავალი მინისტრთა კაბინეტიდან დღის პირველ ნახევარში ეკონომიკურ გუნდს მოუსმენენ, მოგვიანებით კი საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს. ცნობილია, რომ მმართველი გუნდი განახლებულ სამთავრობო კაბინეტს სამ დღეში დაჩქარებული წესით დაამტკიცებს.
