მართლმსაჯულება ნიკა მელიას „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას“ ედავება
მას სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000 ლარიანი გირაო და დამატებითი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი შეუფარდა. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საჯარო განცხადების გაკეთებისას, მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. სწორედ ამის შემდეგ, პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა და სასამართლომაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40-ი ათასი ლარით გაზარდა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
