საერთაშორისო პარტნიორები მმართველ გუნდს და ოპოზიციას მიმართავენ
დეესკალაცია და ვითარების განმუხტვა- საერთაშორისო პარტნიორები მმართველ გუნდს და ოპოზიციას მიმართავენ, თუმცა გზავნილებს „ქართული ოცნების“ ოპონენტები, არც ამჯერად იღებენ საკუთარ თავზე და ირწმუნებიან, რომ ყველა განცხადება ხელისუფლებისთვის არის საყურადღებო. თავად კი, ქუჩის პოლიტიკას განაგრძობენ. დიალოგისთვის მზადყოფნას ფორმალურად ადასტურებენ, მაგრამ კვლავ ნაცნობ წინაპირობებს აყენებენ.
