განახლებული მინისტრთა კაბინეტი
მინისტრთა კაბინეტში ორი სიახლეა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მთავრობის შემადგენლობაში მინიმალური ცვლილებები შეიტანა. თავდაცვიდან ღარიბაშვილის წამოსვლის შემდეგ, ბუნებრივია, უწყებას ახალი ხელმძღვანელი სჭირდება. ამ პოსტზე პრემიერობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა, რომელიც სამინისტროში მისი მოადგილე იყო. მისი კარიერა მოიცავს- ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში მუშაობას, დასაქმებული იყო საგარეო უწყებაში, მანამდე კი საბანკო სექტორში. თავდაცვაში წასვლამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო. ინფრასტუქტურას მაია ცქიტიშვილისგან მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე იბარებს, რომელიც 2012 წლიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი იყო. მინისტრის პირველ მოადგილედ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე, ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორი, ასევე თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
