ოპოზიცია, ნიკა მელიას დაკავების მოლოდინშია
ხელისუფლების ოპონენტები, ნაციონაკლური მოძრაობის ოფისში არიან შეკრებილები და პარტიის თავმჯდომარის დაკავებას, ყოველ წამს ელოდებიან. ოპოზიციური პარტიების ლიდერები მელიას ურჩევენ ნაციონლური მოძრაობის ცენტრალური ოფისი არ დატოვოს და აცხადებენ, რომ მის დაკავებას არ დაუშვებენ. თავად მელია დღეს მედიასთან არ გამოჩენილა და შესაბამისად არც კომენტარი გაუკეთებია.
