მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასახელდა ახლა მთავარი კითხვაა ვინ იქნება ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში
მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს, საჭიროა სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა. უკვე ვიცით, რომ ქართულ ოცნებაში ირაკლი ღარიბაშვილზე ერთსულოვნებაა და უმრავლესობა სრული შემადგენლობით დაუჭერს მხარს მის მთავრობას.
