გიორგი გახარიას განცხადება
მთავრობის მეთაურის პოსტიდან გადამდგარი გიორგი გახარია კი იმედოვნებს, რომ მისი გადაწვეტილება ქვეყანაში პოლარიზაციას შეამცირებს. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას. გიორგი გახარიამ მოულოდნელი წასვლა ნიკა მელიას საქმით და ამ საქმეზე გუნდთან არსებული აზრთასხვადასხვაობით ახსნა. მისი თქმით, თუნდაც კანონიერი ღონისძიება უნდა აღსრულდეს მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ესკალაციის რისკები
