ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური გამოეხმაურა
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებისა და პრემიერ მინისტრის გადადგომის ფონზე, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, თავშეკავებული და პასუხისმგებლობის შემცველი ქმედებისკენ მოუწოდებს.
