გიორგი გახარიას პოლიტიკა
გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობის რიგით მეხუთე პრემიერი იყო. მანამდე კი სხვადასხვა კერძო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. ასევე იყო ბიზნესომბუდსმენი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში და ეკონომიკური საბჭოს მდივანი. ამის შემდეგ გახარიამ ეკონომიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. ამ თანამდებობაზე ის ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2019 წელს გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა, ამავე წლის ბოლოს კი პარლამენტმა მას ნდობა პრემიერ-მინისტრის რანგში გამოუცხადა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
