ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია
ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიას ნაცვლად. მთავრობის მეთაური „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი ღარიბაშვილი ხდება. ის უკვე ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობას. 2013 წელს მან ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. რაც შეეხება გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას: უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიზეზად ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
