უქმე დღეებში ყველა შეზღუდვა კვლავ ძალაშია
შაბათ–კვირას არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ იმუშავებს კაფეები და რესტორნები, ასევე ღია და დახურული ბაზრობები, არასასურსათო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. კვლავ ძალაშია პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი როგორც დახურულ სივრცეში, ისე ქუჩაში. ხელისუფლებაც და ეპიდემიოლოგებიც გვაფრთხილებენ, რომ ვიდრე გლობალურად, ვაქცინაციის პროცესი დასრულდება, პირბადე კორონავირუსისგან დაცვის ყველაზე ხელმისაწვდომი და საიმედო საშუალებაა.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
