დაიჭერენ თუ არა მელიას დღეს გაირკვევა
თუმცა ზუსტი დრო, როდის გაიმართება სასამართლო სხდომა, ჯერ ისევ უცნობია. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, პროკურატურამ სასამართლოს ოფიციალურად გუშინ მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუწყვიტა. პოლიტიკოსს გირაოს გადახდის დრო ისევ აქვს, თუმცა ამას რომ არ აპირებს არაერთხელ გაიმეორა. ნიკა მელია და მისი პოლიტიკური პარტნიორები აცხადებენ, რომ მას ვერც გაასამართლებენ და ვერც დაიჭერენ.
