დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. მათ შორის სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე სხვა სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვას ატარებს. ტრადიციის მიხედვით , მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა მშობლები უნდა დალოცონ და ასევე მშობლებმა შვილები და სანთლები ერთმანეთში უნდა გაცვალონ.
