საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე, რეგისტრაცია დღეიდან იწყება
დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში სპეციალურ პორტალზე.
