კანონი და სამართალი - გივი მიქანაძე "დღის ქრონიკაში"
არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს ე.წ. რევოლუციური სცენარით. ისინი დაკავებულები არიან საბოტაჟით და ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. სწორედ ის პროვოკაციული ქმედება, როდესაც ნიკა მელიამ დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური, ამ სცენარის ერთ-ერთი კომპონენტი იყო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
