ამირან გულუაშვილი: მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გირაოს ოდენობის გაზრდას არ კრძალავს
მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ კრძალავს გირაოს ოდენობის გაზრდას, როდესაც ბრალდებული პირველადად გამოყენებულ გირაოს პირობებს არღვევს. უფრო მეტიც, არაერთ იურიდიულ ლიტერატურაში ნახსენებია, რომ გირაოს გამკაცრება და მისი ოდენობის გაზრდა წარმოადგენს უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
